- სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ზუგდიდის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.
შეხვედრაზე, მონაწილეებმა ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების მნიშვნელობისა და საჭიროების საკითხებზე იმსჯელეს; განიხილეს ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხები. სურსათის კვლევის მიმართულებით ზუგდიდის ლაბორატორიაში იგეგმება: სალმონელას, მეზოფილურ აერობული და ფაკულტატური ანაერობებისა და ლისტერიას დიაგნოსტიკის მეთოდების დამატება.
ზუგდიდის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების და ზუგდიდის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.