ანთია-ბასილაია ერთმანეთის წინააღმდეგ


დღეს, მოქალაქე ლალი ანთიამ ბრიფინგი გამართა. მან ცილისწამებაში და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა smonews – ის რედაქტორი მალხაზ ბასილაია. ლალი ანთია ამბობს, რომ მის მიმართ ჟურნალისტმა ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო მას შემდეგ, რაც გაზეთ „ალიაში’’ დაიბეჭდა ინტერვიუ,  სადაც ანთია მხარის გუბერნატორს ლევან შონიას ადანაშაულებს მექრთამეობაში და  კონტრაბანდისტობაში. ანთია ამბობს, რომ გუბერნატორი მალხაზ ბასილაიას სააგენტოთი ებრძვის.

 „თხილის ბიზნესი ამის ხელშია, „კრიშა’’ უნდა გყავდესო ზემოდანო, ვიღაცამ რომ დაგიცვასო”, ეს ლევან შონიას სიტყვებია, როდესაც მე ვიბრძოდი, ლევან შონია არ მინახია, ის მაშინ „ ნაციონალურ მოძრაობას” უჭერდა მხარს, მან საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირა, სცადა ჩვენი ოჯახის განადგურება და დღესაც ცდილობს.’’- ამბობს ლალი ანთია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Ty1_wRE2ZF0[/embedyt]

მისი თქმით, რასაც ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია წერს, შეკვეთილია, სიცრუეა და აბსურდულია. „მან უნდა დაამტკიცოს ის ბრალდებები, რაც მას ჩემს მიმართ აქვს. თუ არადა, ორშაბათს სასამართლოში შემაქვს სარჩელი მის მიმართ. მოვითხოვ  სააგენტოს შეუჩერდეს უფლებამოსილება’’- ამბობს ანთია.

ლალი ანთიას ბრალდებებს პასუხობს ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია. მისი თქმით, ლალი ანთიას თაღლითურ წარსულზე მიმდინარეობს სააგენტოში ჟურნალისტური გამოძიება. ჟურნალისტი ამბობს, რომ სააგენტო ფილმს იღებს სახელწოდებით, „თაღლითი ქალი სამეგრელოდან,’’ სადაც ბევრ ფაქტზე იქნება საუბარი. „ ლალი ანთიას უნდოდა საინფორმაციო სააგენტოს გახსნა და მეუბნებოდა: მალხაზ, მე ვხსნი სააგენტოს, რომლის რედაქტორი მინდა იყო შენ და უნდა ვაკეთოთ შავი მასალა მოქმედ თანამდებობის პირებზე  და რაც მთავარია, ვაკეთოთ ფული. მე ამას არ დავეთანხმე, აქედან გამომდინარე, მე ვათქმევინე ვინ იდგა ამ სააგენტოს უკან. მან ჩემთან დაასახელა მოქმედი პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე და მისი ქმარი, ომეგა ჯგუფის პრეზიდენტი, რომ თითქოს ისინი აპირებდნენ დაეფინანსებინათ მისი სააგენტო. რაც შეეხება ლევან შონიასთან მიმართებაში მის განცხადებებს, ის არის აბსურდული, შეთითხნილი სიზმრები, რომელსაც ის წლების განმავლობაში ბეჭდავდა სხვადასხვა გამოცემებში’’. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=aGGcTF6bQaI[/embedyt]

ლალი ანთიას ბრალდებებს უარყოფენ გუბერნიაში.”გვერწმუნეთ, ეს ასე რომ ყოფილიყო, როგორც ქალბატონი ლალი ამას ბრიფინგზე აცხადებს, არ იტყოდა 4 წლის შემდეგ. თუმცა მათთვის ახლა პოლიტიკურად მომგებიანია. მკაფიოდ და ცალსახად ვაცხადებთ, რომ რა განცხადებებიც დღეს ქალბატონმა ლალი ანთიამ გააკეთა, არის სიცრუე”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!