სოფელ ჯუმში ბიბლიოთეკის გახსნას ითხოვენ


  • ზუგდიდის სოფელ ჯუმის მოსახლეობა ბიბლიოთეკის გახსნას ითხოვს. მოქალაქეებმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დახმარებით, მუნიციპალიტეტის მერს გიორგი შენგელიას მიმართეს. 

მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელ ჯუმში წლებია არ ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. სოფელში 300-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც მოწადინებულნი არიან პერიოდულად გაეცნონ სხვადასვა სახის ლიტერატურას.

“ვფიქრობთ, რომ ბიბლიოთეკის განთავსება სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში არის შესაძლებელი, მეორე სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში. აღნიშნული ოთახის საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს, ასევე ერთგან საჭიროა სახურავის მცირედ შეკეთებაც. ვფიქრობთ, მუნიციპალიტეტს აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი ჩვენი თხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამავე დროს, ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა გამოვთქვამთ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში მოხალისეობრივად ჩავერთოთ ბიბლიოთეკის მოწყობის სამუშაოებში. ვრჩებით რა თქვენი გულისხმიერების იმედად. მადლობას გიხდით წინასწარ თანხმობისთვის.”-ნათქვამია განცხადებაში.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!