- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა.
ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ბლოკპოსტები წუხელ, 00:00 საათიდან მოიხსნა და სოფელი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
ინფორმაციისთვის, სოფელი 24 ივლისს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა.