სოფელ ონარიის მცხოვრებლები მადლობას უხდიან “ზუგდიდდასუფთავების” კოლექტივს


ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” კონტროლიორთა ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს რეიდებს ქალაქისა და რაიონის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ასეთი შემოვლის შედეგად სოფ.ონარიაში, საავადმყოფოსა და საჯარო სკოლის მიმდებარედ აღმოჩენილ იქნა სტიქიური ნაგავსაყრელი. კონტროლიორთა ჯგუფმა, საკუთარი ინივიატივით დაასუფთავა დანაგვიანებული ტერიტორიები.
აღსანიშნავი და მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა.
სოფელ ონარიის მაცხოვრებლებმა მადლობა გადაუხადეს ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ” მთელს კოლექტივს შესრულებული სამუშაოებისთვის.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!