- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კოლხეთის ეროვნული პარკამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამჯერად ერგეტის ცენტრიდან დიდგვიმარას უბნამდე გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის იფორმაციით, გზა რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული სრულად კეთილმოეწყობა. გზასთან ერთად მოხდება სანიაღვრე არხების მოწყობაც.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაციის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.