- ოთხი თვეა სოფ. დავითიანის (თარგამულის) მთავარანგელოზთა დასის სახელობის ეკლესიის კედლების მოხატვა მიმდინარეობს.
როგორც ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ლაზარე (ჯიქია) ამბობს, ტაძრის მოხატვა მეუფე გერასიმეს ლოცვა -კურთხევით ხდება და მას ასრულებენ ხატმწერები: ვლადიმერ ხუციშვილი და ხარება გოგაშვილი.
ამ დროისთვის, მოხატულია ტაძრის საკურთხეველი, მოხატვის პროცესშია ტაძრის დარბაზი.
ტაძრის მოხატვა, სავარაუდოდ ერთ წელიწადში დასრულდება.
სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”
ირაკლი გვასალია