ძვირფასი საჩუქრები დადიანების სასახლეს


  • აფხაზეთიდან დევნილმა, ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ სოსო (სერგო) მატკავამ, მუზეუმს, საჩუქრად გამოუგზავნა ორი უნიკალური და უძვირფასესი ნივთი – წიგნი და რუკა.

წიგნი, სახელწოდებით “კავკასიის შვილები” (მე-19 ს.), სოსო მატკავას, ვენის აუქციონზე შეუძენია. ეს არის ჟურნალისტისა და მწერლის, არტურ გუნდაკარ ფონ-ზუტნერის ავტორობით გერმანულ ენაზე, კერძოდ, გოთური შრიფტით გამოცემული წიგნი.  

ისტორიული რუკა კი, ჰოლანდიელი ცნობილი კარტოგრაფის, Pieter van der Aa- ს მიერაა გამოქვეყნებული 1714 წელს. რუკა მნიშვნელოვანია იმით, რომ კარგად ჩანს საქართველოს კონტურები, სადაც თვალნათლივ ვხედავთ სამეგრელოს  სოხუმამდე, დრანდის ჩათვლით.

სოსო მატკავას საჩუქრები მუზეუმს გადასცა ცნობილმა ზუგდიდელმა ქალბატონმა მზია მატკავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 + nine =

Akismet ანტისპამი