კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთი ოჯახის ფანჯრის მინაზე, ღვთისმშობელი გამოისახა


კომბინატში ვინარი ცირამუასა და მამული ქარდავას  საცხოვრებელ ბინაში,  ფანჯრის მინაზე, ღვთისმშობელი გამოისახა მაცხოვრით ხელში. შემთხვევა დღეს,  დღის  საათებში მოხდა. ოჯახის დიასახლისმა აღნიშნული ფაქტის შესახებ მეზობლებისგან გაიგო.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=aAK6kzkZQ6o[/embedyt]მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მამა გიორგი ქავთარაძე, რომელმაც დიასახლისს განუმარტა, რომ ფანჯარას ჩამოხსნიდა და ეკლესიაში წაიღებდა. ღვთისმშობლის ხატის სანახავად, ამ წუთებშიც, უამრავი ადამიანია შეკრებილი და სანთლებს უნთებენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=z0IIuDvOjss[/embedyt]

მამული ქარდავამ კომენტარისგან თავი შეიკავა. პირად საუბარში აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მანაც მეზობლებისგან გაიგო. ‘


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!