სკოლას ექნება საშუალება თავად დააორგანიზოს სასწავლო პროცესი


  • განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ყველა საჯარო სკოლას ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფს. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლას ექნება საშუალება თავად დააორგანიზოს სასწავლო პროცესი.

„სკოლას შეუძლია, რომ თავად განსაზღვროს სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილის ხანგრძლივობა, ასევე შესვენებები დააორგანიზოს შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ცვლები. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული მოკვლევა, თუ რა რაოდენობის მოსწავლეები სწავლობენ სკოლებში. ჩვენ გვაქვს სკოლები, სადაც არის 1-დან 50 ბავშვამდე, ასევე არის სკოლები, სადაც 2000-ზე მეტი მოსწავლეა, ასევე, ერთცვლიანი სკოლები არის 1800- ზე მეტი, ორცვლიანი სკოლები 200-ზე მეტია. მხოლოდ 10 სკოლაშია დღეს სამცვლიანი სწავლება. ყველა ამ საჭიროებიდან გათვალისწინებით, იმ რეკომენდაციებში, რომელიც ასახულია დოკუმენტში, გათვალისწინებულია ეს სკოლები. იმის გამო, რომ მეტი მოქნილობა ჰქონოდა სკოლებს, ჩვენ ვთავაზობთ რეკომენდაციას, როგორც უკვე აღვნიშნე სასწავლო პროცესის დაწყების, გაკვეთილის ხანგრძლივობისა და შესვენების დაორგანიზების კუთხით. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!