- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი 2023-2024 სასწავლო წლისათვის საბავშვო ბაღში ჩასარიცხ აღსაზრდელთა მშობლებს მიმართავს:
“გთხოვთ სასწრაფოდ წარმოადგინოთ 2023-2024 სასწავლო წლისათვის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ვებ.გვერდზე zugdidikids.ge განთავსებულ ელექტრონულ პორტალში რეგისტრირებული აღსაზრდელების პირადი საქმე შემდეგი ჩამონათვალით:
- დაბადების მოწმობა
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
- 2 ცალი ფოტო. ზომა – ¾-ზე
- მშობლების პირადი მოწმობის ასლები საკონტაქტო ტელეფონის ნომრებით.
გაითვალისწინეთ – პირადი საქმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, აღსაზრდელს შეუჩერდება რეგისტრაცია და ამოირიცხება პორტალიდან.
განმარტება: აღსაზრდელის ს/ბაღში მიღების უზრუნველყოფა ხდება აღსაზრდელის ჩარიცხვის შესახებ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის ბრძანებით.