“სიტყვა გმირ შემოქმედზე”


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის „ოდიში’’ თეატრალურმა ჯგუფმა წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია „სიტყვა გმირ შემოქმედზე’’, რომელიც მიეძღვნა კოდორთან  გმირულად დაღუპულ  ქართველ ჯარისკაცს, ვახტანგ გორგასaლის  პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოებულს, მაიორ ჯამბულ  წურწუმიას ხსოვნას. 

შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულის მამა, ყოფილი გენერალი სერგო წურწუმია და მისი მეგობრები.

„ათეული წლებია, ზუგდიდში, არსებობს ჯამბულ წურწუმიას ქუჩა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, გაკეთდა ტრაფარატები. დღეს აქ მოვიწვიეთ წურწუმიას ქუჩის მაცხოვრებლები და გავაცანით  ეს პიროვნება. კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს მშვიდობამ, რომ  აფხაზი და ქართველები კვლავ  ერთად უნდა ვიყოთ”.- აღნიშნა კულტურის ცენტრის დირექტორმა ნინო მამფორიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!