კვლევა დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე საჯარო სამსახურში


დღეს, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ზუგდიდის ოფისში ისაუბრეს კვლევაზე  “თვითმმართველ ქალაქებში დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე საჯარო სამსახურში და საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებაზე”. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დისციპლუნური პასუხისმგებლობის სამართლებრივ რეგულირებაზე, 

საგადაცდომის სახეზე, წარმოების პროცესზე და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. საიას იურისტის ნინო ცუხიშვილის თქმით, დისციპლინირებული პასუხისმგებლობის მექანიზმის გამოყენება  იშვიათად ხდება. მისი ინფორმაციით,  სულ 64 დისციპლინური წარმოება არის ჩატარებული ყველა თვითმმართველ ქალაქში მთელი წლის განმავლობაში. „ზუგდიდის მერიაში არის მხოლოდ ორი დისციპლინური წარმოება ჩატარებული. რაც ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მცირე  რიცხვი არის მთელი წლის განმავლობაში  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასაქმებული  საჯარო მოხელეების რაოდენობასთან შედარებით’’.

ცუხიშვილი ამბობს, რომ  საგანგაშო ტენდენცია შეინიშნება და პირველ ადგილზეა პირადი განცხადების საფუძველზე  გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა  რაოდენობა. „ 2015 წლის  განმავლობაში,  პირადი განცხადების საფუძველზე  გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა  რაოდენობა  მთლიანად 35% შეადგენს და 272 საჯარო მოხელეა გათავისუფლებული”.  რაც მისი თქმით, საკმაოდ მაღალი რიცხვია. ცუხიშვილის განმარტებით, არსებობს კითხვის ნიშნები საჯარო მოხელეთა გათავისუფლებაზე, ხომ არ მოხდა მათი გათავისუფლება მოტყუებით, იძულებით ან ზეწოლის საფუძველზე.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების  ხუთი შემთხვევა მოხდა,  რაც თბილისთან,  ქუთაისთან, ოზურგეთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.’’[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DztuI0AMPr4[/embedyt]

ქალაქ ზუგდიდის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა ირაკლი ამანათიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ: „მერიაში ნებისმიერი საჯარო მოხელის მიმართ ტარდება ადმინისტრაციული ზომები’’. მისი თქმით,  ადმინისტრაციული  წარმოება იწყება აბსოლიტურად გამჭირვალედ. „შესაბამისად, ნებისმიერ საჯარო მოხელეს აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს  წარმოების მიმდინარეობისას’’ – აღნიშნა მან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=prr6429MCno[/embedyt]

შეხვედრაზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს. “ევროკავშირის სახელმწიფოების  გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს კანონში, ცხადია, შედეგი მომავალში  ეფექტური იქნება.’’- აღნიშნა თოდუამ


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!