- ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის “ჩვენი მედიასახლი” ინიციატივით, ტარდება ორდღიანი ტრენინგი თემაზე “სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში”.
ტრენინგი შექმნილია კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიზუალური სთორითელინგის კურსის საფუძველზე.
ტრენინგს წარუძღვება ნანო ქობალია,-კემბრიჯის უნივერსიტეტის აღნიშნული კურსის სერტიფიცირებული მონაწილე და ტრენერი ლონდონიდან.
- პირველი დღე: სთორითელინგი:
•რა არის სთორითელინგი. •ეფექტური სთორითელინგის სტრუქტურა და ხერხები. •როგორ დაგვეხმარება სთორითელინგის ცოდნა ჩვენს საქმიანობასა თუ თვითგამოხატვაში.
- მეორე დღე: პირადი ბრენდი და სოციალური მედია:
•რა არის პირადი ბრენდი. •როგორ იგება პირადი ბრენდი სთორითელინგის მეშვეობით. •ჩვენი პირადი ბრენდის გახსნა (unboxing) •მონეტიზაცია/რეალიზაცია პირადი ბრენდის საშუალებით.
- ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:
2-3 ივნისი, 2023 წელი, საქართველოს დროით 20:00 საათი. ონლაინ, პლატფორმა Zoom. თითო სესიის ხანგრძლივობა 40 წუთი.
კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, პედაგოგებისთვის, ბლოგერებისთვის და სოციალური მედიით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის.
დასწრება თავისუფალია.