თურქეთს სოციალური მედიის გაკონტროლება სურს


  • თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სოციალურ პლატფორმებს, მათ შორის ფეისბუქსა და ტვიტერს ავალდებულებს მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში თავიანთი პლატფორმიდან კონტენტი წაშალონ და მონაცემების თურქეთში შეინახონ.

როგორც გამოცემა CBS News წერს, ამ კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის სოციალურ მედიაზე კონტროლისა და ოპოზიციის გაჩუმების მცდელობა.

ახალი კანონის თანახმად, სოციალური მედიის კომპანიებს, რომლებსაც დღიურად მილიონზე მეტი აქტიური მომხარებელი ჰყავთ, მოუწევთ თურქეთში წარმომადგენლობის გახსნა და კონტენტის დაბლოკვასა და წაშლაზე მთავრობის ან ინდივიდების მოთხოვნების დაკმაყოფილება. უარის შემთხვევაში, გათვალისწინებულია მათი დაჯარიმება, რეკლამების დაბლოკვა ან მათი მონაცემების გამტარობის შესაძლებლობის 90 პროცენტამდე შეზღუდვა, რის შედეგადაც მათზე წვდომა შეუძლებელი გახდება. კანონი ასევე მოითხოვს, რომ მომხმარებელთა მონაცემები თურქეთში იქნას შენახული.

კანონს მხარი დაუჭირა თურქეთის მმართველმა — სამართლისა და განვითარების პარტიამ ნაციონალისტ მოკავშირეებთან ერთად.

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, ტვიტერში მისი შვილისა და შვილიშვილის შეურაცხმყოფელ პოსტების პასუხად განაცხადა, რომ სოციალურ მედიაზე კონტროლი გამკაცრდებოდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!