- სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, ტყის პერიმეტრებზე და ჯაგნარებში ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალიზებული ტექნიკით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით მუშავდება ის ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგებით მავნებლის დიდი რაოდენობა აღინიშნება.
„ანჯელის მასივებში“, სადაც სიმინდის ნათესებია, უკვე დამუშავებულია 720 ჰა ტყის მიმდებარე ტერიტორია, რაც ხელს უწყობს ტყიდან გამოსული მავნებლის რაოდენობის შემცირებას. ამავდროულად , საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე , სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დასაცავად, დამონტაჟებულია სპეციალური სადგურები („მოიზიდე და გაანადგურე“).
აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ამ ეტაპზე, როცა მავნებელი, ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე იკვებება და აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების და ნარგავების რეკომენდებულ პრეპარატებით და დადგენილი სქემით დამუშავება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.