დადიანების სასახლეში ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის გამოფენა გაიმართება


  • 21 ივნისს, 18:00 საათზე, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, გაიმართება საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის (1922-1966) გამოფენა.

გამოფენა ეძღვნება ლეოპოლდ ძაძამიძის დისშვილის, საპატიო ზუგდიდელის პეტრე (მურთაზ) უბერის ხსოვნას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, დაცული მხატვრის მემკვიდრეთა – პეტრე (მურთაზ) და ნუგზარ უბერების ოჯახურ კოლექციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × five =

Akismet ანტისპამი