სეს: საყანე ფართობები ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება


  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს განაგრძობს. თხილის მოსავლის აღების შემდეგ, ფაროსანა სიმინდზე ინაცვლებს. საყანე ფართობების მონიტორინგის შედეგად, იმ მასივებში, სადაც მავნებლის გადაჭარბებული კონცენტრაცია ფიქსირდება, სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 128 628.00 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით – 40 068 ჰა ფართობი, განთავსებულია მონიტორინგის 98 081 სპეციალური სისტემა.

“სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად განხორციელებული მავნებლის საწინააღმდეგო სისტემური ღონისძიებების შედეგად, წინა წლების მსგავსად, წელს სიმინდში ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი მინიმუმამდე არის დაყვანილი და, როგორც ფერმერები აღნიშნავენ, თითქმის 0%-ია. მავნებლის გამოზამთრების ფაზის მოახლოებასთან ერთად, სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განათავსონ მექანიკური ხაფანგები (მექანიკური ღონისძიებები იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs), რათა მომავალი სეზონისთვის ფაროსანას რიცხოვნობა კიდევ უფრო შემცირდეს.”-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!