სამეგრელოში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, ფერომონიან დამჭერებს ათავსებენ


  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს წელსაც მასშტაბურად განახორციელებს.

უწყების ცნობით, ბრძოლის ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. მავნებლის რიცხოვნობის განსაზღვრის მიზნით, უკვე ჩატარდა პირველადი მონიტორინგი საცხოვრებელი სახლების, მიტოვებული შენობებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ტერიტორიაზე.

“პირველადი მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა დასავლეთ საქართველოში ფერომონიანი დამჭერების განთავსება დაიწყო. პირველ ეტაპზე, ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდება 5-5 ფერომონიანი დამჭერი. წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 7000-მდე ფერომონიანი დამჭერის განთავსებაა დაგეგმილი.

მონიტორინგის საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, განთავსდება სპეციალური სადგურები და წამლობა საჭიროებისამებრ ჩატარდება. ტემპერატურის მატებასთან ერთად, წინა წლების მსგავსად, ცივი შესხურებისა და თერმული ნისლის ტექნოლოგიების გამოყენებით, დამუშავდება ტყის პერიმეტრები, სოფლების ტერიტორიები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები და სხვა ფართობები.”-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!