ნაციონალური მოძრაობის ოფისი წუხელ, დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს. მათვე დატოვეს წარწერა, რომ უნდა აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია. ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ბასილაიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ისინი ელოდებოდნენ მსგავს თავდასხმას ოფისზე და ამიტომ ფარული კამერით შესძლეს გადაეღოთ თავდამსხმელები, რომელთა შორის, როგორც ბასილაია ამბობს, საჯარო მოხელეების სილუეტები იკვეთება.
საქართველოში ოპოზიციუ პარტია “ნაციონალურ მოძრაობაზე” ზეწოლა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში მოხდა “ციხის კადრების” ჩვენება.