დღეს, ზუგდიდს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესტუმრა. ის სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში პროექტის “მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კანონის უზენაესობა სამეგრელო – ზემო სავანეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერების გზით” შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
მას თან ახლდა ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენელი იასენ ტომოვი. შეხვედრაზე ნანუაშვილმა ისაუბრა პროექტის მიმდინარეობაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ სახალხო დამცველის სამეგრელოს ოფისის ძირითადი მიზანი უნდა გახდეს მოსახლეობაში მოქალაქეთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=HD6l7QhU-Rc[/embedyt]
პრეზენტაციის შემდეგ ნანუაშვილმა მოინახულა 78 წლის ციალა ჯოჯუა, რომელიც გამგეობის წინ უკვე მე-20 დღეს შიმშილობს. მან ურჩია აქციის მონაწილეებს განცხადებით მიმართონ სახალხო დამცველის იფისს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ მათ საკითხს.