საია საარჩევნო ცვლილებებზე


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა პარტნიორ ორგანიზაციებთან „სამართლიანი არჩევნებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე საუბარი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე.

მათი თქმით, ცესკოში 13 წევრის ნაცვლად შვიდი უნდა იყოს, ხოლო პირების შერჩევა უნდა მოხდეს პროფესიული გზით. ასევე ისაუბრეს საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის შემცირებაზე. საერთაშორისო გამჭვირვალობის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ ისაუბრა საარჩევნო დავებზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, აგიტაციის დაფინანსებაზე და ამომრჩევლის მოსყიდვაზე. საიას ზუგდიდის ოფისის  ხელმძღვანელმა ნინო ხუხუამ აღნიშნა რომ: „მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად უნდა განხორციელდეს საარჩევნო კოდექსი, რაც საერთო ჯამში მოგვცემს გაჯანსაღებულ საარჩევნო გარემოს, შემუშავებული რეკომენდაციებით ჩვენ წავრსდგებით პარლამენტში, რათა დროულად, სწრაფად მოხდეს ამ რეკომენდაციების გაზიარება და ასახვა საარჩევნო კანონმდებლობაში“. შეხვედრას ესწრებოდნენ  არასამთავრობო ორგანიზაციებისა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!