საჭადრაკო სკოლას მეორე სართული დაემატება


ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. არსებულ ერთსართულიან შენობას დაემატება მეორე სართული, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი და სანიტარული ოთახი.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. საჭადრაკო სკოლაში ამჟამად, 180 ბავშვი სწავლობს. შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სწავლას 300-ზე მეტი მსურველი შეძლებს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!