- საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება.
სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.
პროექტი ითვალისწინებს 2 მოედნის მშენებლობას, საერთო ჯამში, 4 ტრიბუნით.
მოედნის მიმდებარედ დაგეგმილია 60-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაც.