მამუკა წოწერია: ფონდ „ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება თეატრი, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს


  • „ფონდ „ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება თეატრი, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტებს  დააკმაყოფილებს“ – ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„თეატრის მშენებლობის მომავალი წლის ოქტომბერში  დასრულდება და შესაბამისად, ჩვენ ვიზეიმებთ პირველ სპექტაკლს განახლებულ თეატრში. მინდა მადლიერება გამოვხატო ფონდი  „ქართუს“ მიმართ, რომლის სრული დაფინანსებით  ხორციელდება  ეს პროექტი. თეატრს ექნება ყველა ინფრასტრუქტურული  და ტექნიკური საჭიროება იმისათვის,  რომ  დასმა  საუკეთესო პირობებში იმუშაოს. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი მთელს საქართველოში“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ და ფონდ „ქართუს“ მიერ ზუგდიდში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით თეატრთან ერთად „ქართუ“ ფონდის მიერ   განხორციელებულია უმნიშვნელოვანესი პროექტები. ეს გახლავთ ნიკოსეული სასახლე,  რომელიც  თავიდან ბოლომდე იქნა  რეაბილიტირებული  და რომელიც  დანგრევის პირას იყო  მისული; ასევე  გახლავთ  ნარაზენში სამონასტრო კომპლექსი; დადიანების ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტირება, რომლის მიხედვითაც  განხორციელდა მისი  სრული აღდგენა და უკვე  ექსპლუატაციაშია  შესული; მინდა აღვნიშნო,  სპორტული ინფრასტრუქტურა,  ეს გახლავთ რაგბის  სტადიონის და ბაზის მშენებლობა, რომლის სამუშაოები უკვე დაწყებულია და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ  მინდა გადაუხადო „ქართუ“ ფონდს ასეთი მხარდაჭერისთვის, რომ არა  ეს ფონდი  ნამდვილად, როგორც ცენტრალური ბიუჯეტის თვალსაზრისით, ასევე, მით უმეტეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ თანხების მობილიზება და შესაბამისად, ამ სიკეთის  შექმნა ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის შეუძლებელი იქნებოდა“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!