საქართველოში 24 ნოემბრამდე იწვიმებს


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”.-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × one =

Akismet ანტისპამი