საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში ნალექი შენარჩუნდება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს. 31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 27 იანვარს ნალექიანი, ხოლო 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!