- საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 280 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 635, „პისიარ“ ტესტით – 1 958.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,6%, ბოლო 14 დღის – 1,04%, ბოლო შვიდი დღის – 0,94%.