საქართველოში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 445 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 729 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 364, „პისიარ“-ტესტით – 2 365.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,65%, ბოლო 14 დღის – 15,64%, ბოლო 7 დღის – 12,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 635 509 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 585 885 გამოჯანმრთელდა, 16 554 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 832 994 აცრა, დღიურად აცრილია 603.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 443 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!