- საქართველოში კორონავირუსის 3 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 527 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 948, „პისიარ“ ტესტით – 3 579.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 17,77%, ბოლო 14 დღის – 23,53%, ბოლო შვიდი დღის – 18,85%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 619 274 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 529 623 გამოჯანმრთელდა, 16 274 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 823 426 აცრა, დღიურად აცრილია 909.
სტაციონარში მეთვალყურეობას 3 025 ადამიანი გადის.