- საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 821 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 46 355, „პისიარ“ ტესტით – 27 466.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,16%, ბოლო 14 დღის – 25,24%, ბოლო შვიდი დღის – 27,87%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 272 371 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 053 966 გამოჯანმრთელდა, 15 141 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 742 134 აცრა, დღიურად აცრილია 4 959.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 808 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 958 პირი.