საქართველოში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 043 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 306 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 896, „პისიარ“ ტესტით – 19 410.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 16,58 %, ბოლო 14 დღის – 10,9 %, ბოლო შვიდი დღის – 11,73%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 021 943 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 946 255 გამოჯანმრთელდა, 14 582 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 635 602 აცრა, დღიურად აცრილია 2 656.

კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 443 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 746პირი.

გუშინ, 19 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 8 728 შემთხვევა გამოვლინდა, 8 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!