- საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ჩატარდა 56 367 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 892, „პისიარ“ ტესტით – 17 475.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 13,34%, ბოლო 14 დღის – 10%, ბოლო შვიდი დღის – 10,26%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 006 864 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 934 667 გამოჯანმრთელდა, 14 512 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 622 459 აცრა, დღიურად აცრილია 9 290.
კარანტინის რეჟიმშია 50, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 465 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 050 პირი.