- საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 7 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 758, „პისიარ“ ტესტით – 10 137.
სულ აცრილია – 289 399 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 598.
კარანტინის რეჟიმშია 78, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 285 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 936 პირი.