- საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 117 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 477, „პისიარ“ ტესტით – 5 640.
ქვეყანაში სულ აცრილია 173 345 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 119.
კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 428 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 627 პირი.