გარდაიცვალა მწერალი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე


  • 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, მწერალი და მხატვარი რეზო გაბრიაძე.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო.

“რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორის: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა.

როგორც მხატვარს, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული.

მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი იყო”,-ნათქვამია სამინისტროს განცახდებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!