საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი


  •  საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, „პისიარ“ ტესტით – 14 499.

ქვეყანაში სულ აცრილია – 161 947 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 317.

კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 516 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 619 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × two =

Akismet ანტისპამი