საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 205 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 191 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 183, „პისიარ“ ტესტით – 12 008.

ქვეყანაში სულ აცრილია – 155 538 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 158.

კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 490 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 639 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

7 + 4 =

Akismet ანტისპამი