საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 032 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 256, „პისიარ“ ტესტით – 12 776.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,8 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,39 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,03 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 334 705 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 315 254 გამოჯანმრთელდა, 4 540 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 101 415 ადამიანი, დღიურად აცრილია – 4 233.

კარანტინის რეჟიმშია 94, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 221 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 689 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

thirteen − thirteen =

Akismet ანტისპამი