- საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 490 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 443, „პისიარ“ ტესტით – 8 242.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,85%, ბოლო შვიდი დღის – 3,72%.