- საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 592 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 536, „პისიარ“ ტესტით – 6 056.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 958 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 191, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 892 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 269 პირი.