საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 310 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 594 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 065, ხოლო პისიარტესტით – 9 529.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,61 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,83 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 045 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 421 გამოჯანმრთელდა, 3 622 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 324 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!