საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 96 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 127 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 103, ხოლო პისიარტესტით – 8 024.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,32 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,83 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 273 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 111 გამოჯანმრთელდა, 3 613 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 243, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 342 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 111 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!