საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 13 573 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 252, „პისიარ“ ტესტით – 6 321.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95% ბოლო 14 დღის – 3,87%, ბოლო 7 დღის – 3,64%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 024 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 253 614 გამოჯანმრთელდა, 3 283 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 450, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 230 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 294 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × four =

Akismet ანტისპამი