საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 081 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 007 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 627, „პისიარ“ ტესტით – 7 380.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 255 564 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 245 527 გამოჯანმრთელდა, 3 108 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 497, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 842 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 347 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four − 1 =

Akismet ანტისპამი