საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 608 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 608 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9083 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 796, პისიარ-ტესტით – 4 287.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 805 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 232 993გამოჯანმრთელდა, 2 933 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!