- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 867-ს შეადგენს.