საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 214 871 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 191 968 გამოჯანმრთელდა, 2 233 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 455, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1 600 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × 1 =

Akismet ანტისპამი