- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 839-ს შეადგენს.
დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 498 პაციენტი.