საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 409 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 93 092 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 73 877 გამოჯანმრთელდა, 853 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 336 აქტიური შემთხვევაა. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 8 985 ბინაზე. 3 518 პირი იმყოფება კოვიდსასტუმროში.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 186 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 49 047.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!